| Accueil | Créer un blog | Accès membres | Tous les blogs | Meetic 3 jours gratuit | Meetic Affinity 3 jours gratuit | Rainbow's Lips | Badoo |
newsletter de vip-blog.com S'inscrireSe désinscrire
http://sulaberi.vip-blog.com


sulaberi
VIP Board
Blog express
Messages audio
Video Blog
Flux RSS

sulaberi

VIP-Blog de sulaberi
  • 8 articles publiés
  • 0 commentaire posté
  • 1 visiteur aujourd'hui
  • Créé le : 19/01/2010 18:09
    Modifié : 27/01/2010 06:39

    Garçon (99 ans)
    Origine : BORDEAUX
    Contact
    Favori
    Faire connaître ce blog
    Newsletter de ce blog

     Décembre  2025 
    Lun Mar Mer Jeu Ven Sam Dim
    01020304050607
    08091011121314
    15161718192021
    22232425262728
    293001020304

    იესო ქრისტე

    19/01/2010 19:00



    იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა" ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან Христоса [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია * ძვ. წ. 8-2 - დან ა. წ. 29-36 - მდე) ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველი -- ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.

    ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (წევრი) მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა) შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში, ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული) განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა.

    ეს ამბები მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.






    სულიწმინდა

    20/01/2010 09:24



    სულიწმინდა

     
     

    სულიწმიდა - მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღმრთეებრიობას, როცა მიაწერს მას: ღვთიურ თვისებებს - ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგან მყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.

    პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით "რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის - მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის " (ინ • 15, 26)






    სამება

    20/01/2010 09:27



    სამება

    სამება, ანდრია რუბლიოვი

    სამება - მართლმადიდებლური გააზრებით სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთის მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.






    ქრისტიანობის წარმოშობა

    20/01/2010 09:34



    ქრისტიანობის წარმოშობა

    ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1 - ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში -- პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია -- კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი -- ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი "სასწაულის" შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

    ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში

    ეკლესიის მოწყობა და იერარქია

    IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია - რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები - პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.

    IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.

    მონასტერი და ბერ - მონაზვნები

    სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ - მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ - მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ - მონაზვნურ თემს -- მონასტერს.

    საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო საუკუნეში Â.È., ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.

    დასავლეთში ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს -- აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ - თეოლოგიურ მოღვაწეობას.

    რომის პაპების აღზევება

    თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება - მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარცენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა "პაპს", ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.

    ქრისტიანული სამყაროს გაყოფა

    რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა - კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა - კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს -- კათოლიკური

    კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდება, მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.

    თანამედროვე ქრისტიანობა

    ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.

    ქრისტიანული სწავლება

    ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:

    • 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
    • 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი - სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
    • 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
    • 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა - ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
    • 5. პატივ - ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
    • 6. არა კაც - ჰკლა.
    • 7. არ იმრუშო.
    • 8. არ იპარო.
    • 9. არა ცილი - სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
    • 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.





    აღდგომა

    21/01/2010 13:19



    აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.


    აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება, უწინარეს ყოვლისა – ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს სახით განხორციელდა.


    თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო ყრილობამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობიდან მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე, ამიტომ განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულებს.






    1 2 | Page suivante | Fin
    [ Annuaire | VIP-Site | Charte | Admin | Contact sulaberi ]

    © VIP Blog - Signaler un abus