| Accueil | Créer un blog | Accès membres | Tous les blogs | Meetic 3 jours gratuit | Meetic Affinity 3 jours gratuit | Rainbow's Lips | Badoo |
newsletter de vip-blog.com S'inscrireSe désinscrire
http://sulaberi.vip-blog.com


sulaberi
VIP Board
Blog express
Messages audio
Video Blog
Flux RSS

sulaberi

VIP-Blog de sulaberi
  • 8 articles publiés
  • 0 commentaire posté
  • 1 visiteur aujourd'hui
  • Créé le : 19/01/2010 18:09
    Modifié : 27/01/2010 06:39

    Garçon (99 ans)
    Origine : BORDEAUX
    Contact
    Favori
    Faire connaître ce blog
    Newsletter de ce blog

     Décembre  2025 
    Lun Mar Mer Jeu Ven Sam Dim
    01020304050607
    08091011121314
    15161718192021
    22232425262728
    293001020304

    იესო ქრისტე

    19/01/2010 19:00



    იესო ქრისტე (ბერძნ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] ნიშნავს "იჰვჰ არის გადარჩენა" ხოლო ქრისტე წარმოდგება ბერძნულიდან Христоса [მირონცხებული] და ებრაული მესიის შესატყვისია * ძვ. წ. 8-2 - დან ა. წ. 29-36 - მდე) ასევე ცნობილი როგორც იესო ნაზარეველი -- ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურა, ამ რელიგიის დამფუძნებელი.

    ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა, სამების მეორე ჰიპოსტასი (წევრი) მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე, და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა) შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ.ბეთლემში, ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული) განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღსდგა.

    ეს ამბები მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.






    [ Annuaire | VIP-Site | Charte | Admin | Contact sulaberi ]

    © VIP Blog - Signaler un abus